მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

1 ივნისს წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება

1 ივნისს წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება

1 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად IV საუკუნეში ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმინდა ნინოს ქადაგების შედეგად, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. წმინდა ნინო ბოდბეშია დაკრძალული.

ნინოობას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ – 1 ივნისს და 27 იანვარს აღნიშნავს.

1 ივნისი წმინდანის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 27 იანვარი მისი გარდაცვალების დღეა.

კომენტარები