მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაღდათი-საირმეს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

ბაღდათი-საირმეს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, ერთი თვით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

კომენტარები