მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“10 წელი არაფერი გაუკეთებიათ და ნაგავსაყრელს გვიკეთებენ? არა და არასოდეს” – წყალტუბოს სოფლები აქციებისთვის ემზადება

“10 წელი არაფერი გაუკეთებიათ და ნაგავსაყრელს გვიკეთებენ? არა და არასოდეს” – წყალტუბოს სოფლები აქციებისთვის ემზადება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობა მასობრივი აქციებისთვის ემზადება.

ადგილობრივები სოფელ მუხიანთან, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ.

მოსახლეობის თქმით, ისინი არ დაუშვებენ 16 მუნიციპალიტეტისა და 500-მდე სოფლის ნარჩენების მათ დასახლებაში თავმოყრას.

ადგილობრივების თქმით, ნაგვსაყრელი პრობლემას შექმნის როგორც ეკოლოგიის, ასევე სოფლების საძოვრების მხრივ.

კომენტარები