21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი, 21 ივნისს საქართველოსა და რუმინეთში საზეიმოდ გაიხსნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით მასპინძელ საქართველოს სამ ქალაქში ღონისძიებები გაიმართება და უკუთვლის საათები ჩაირთვება. უკუთვლის საათების ჩართვა სამივე ქალაქში 18:00 საათზეა დაგეგმილი.
ჩემპიონატისადმი მიძღვნილი სპეციალური საათები სამ ქალაქში განთავსდება. თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ და ბათუმში ცენტრალური ბულვარის შესასვლელში.
21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შედგება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში დინამო არენაზე გაიმართება.
კომენტარები