მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

118-ე დღე – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

118-ე დღე – ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება – ამ მოთხოვნებით ქუთაისში უწყვეტი პროტესტი 118 დღეა, გრძელდება.

მოქალაქეების თქმით, ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

მათივე თქმით, პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს და მიზანს მიაღწიოს.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები