მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება

დღეიდან 15 ნოემბრამდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

“დღეიდან 15 ნოემბრამდე ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. მათ შეუძლიათ მივიდნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებიან და მკურნალობას იტარებენ, ან რომელიმე სხვა დაწესებულებაში. დაწესებულებების ზუსტი სია გამოქვეყნებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე. მნიშვნელოვანია, რომ აცრა ჩატარდეს ახლა, რადგან მოსალოდნელ სეზონს მომზადებული შევხვდეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

კომენტარები