მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

2 დაშავებული ადამიანი და 6 დაზიანებული ავტომანქანა – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

2 დაშავებული ადამიანი და 6 დაზიანებული ავტომანქანა – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

თვითმხილველები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ საერთო ჯამში დაზიანებულია 6 მსუბუქი ავტომანქანა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

“6 მანქანაა დამტვრეული, აქედან რამდენიმე საერთოდ აღარ გაკეთდება, რამდენიმე კი ოდნავ არის დაზიანებული. სასწრაფო მალევე მოვიდა და დაშავებულები დროულად გადაიყვანეს”, – აცხადებს თვითმხილველი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები