ბაღდათში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 20 741 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
როგორც ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ჯიხვაძემ “ინფო იმერეთს” განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 24 საარჩევნო უბანი იმოქმედებს.
“24 უბანი იქნება, აქედან 21 ელექტრონული, 3 უბანზე კი არჩევნები ტრადიციული მეთოდით ჩატარდება. გვყავს 20 741 ამომრჩეველი”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” კობა ჯიხვაძემ.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არჩევნებამდე ყოველდღე რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტზე გიამბობთ და მოგიყვებით, სად რამდენი ამომრჩეველია და როგორი წესით ჩატარდება არჩევნები.
კომენტარები