მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს”

“200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს”

დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაიტარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

“ჩვენ გვქონდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომა და ვიმსჯელეთ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციისა და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებების თაობაზე და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:

დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები