მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“2019-2021 წლებში ქუთაისის მერიამ 179 ათასი ლარი ჭამა-სმაში გადაიხადა”

“2019-2021 წლებში ქუთაისის მერიამ 179 ათასი ლარი ჭამა-სმაში გადაიხადა”

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2019-2021 წლებში ქუთაისის მერიამ 179 ათასი ლარი ჭამა-სმაში გადაიხადა.

მისივე ცნობით, იმავე წლებში ბიუჯეტიდან მხოლოდ 125,800 ლარი დაიხარჯა შშმ პირთა დახმარებისთვის, ხოლო 238,800 ლარი პანდემიის მართვისთვის.

“ქუთაისის მერია ქალაქ ქუთაისის მმართველი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელება. ქუთაისის მოსახლეობა 150,000 ადამიანს შეადგენს, ხოლო მერიის საშუალო ბიუჯეტი, ბოლო 3 წელიწადში, 70 მილიონი ლარია.

სხვადასხვა ხარჯებს შორის, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიწევა, აღსანიშნავია წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას.

2019-21 წლებში ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა ჯამში შეადგინა 348,129 ლარი.

2019 – 249,336 ლარი

2020 – 93,973 ლარი

2021 – 28,636 ლარი

აქედან სარესტორნო მომსახურების ხარჯებმა 178,820 ლარი შეადგინა, სუვენირების შეძენა ქუთაისის მერიას 90,367 ლარი დაუჯდა, 18,183 ლარი ტრანსპორტირების ხარჯებმა, ხოლო 7,500 ლარი სასმელი წყლის ხარჯებმა შეადგინა.

აღსანიშნავია იმავე წლებში ქუთაისის ბიუჯეტიდან შშმ პირთა დახმარებისთვის გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 125,800 ლარი შეადგინამ ანუ გაცილებით ნაკლები ვიდრე მერიის მიერ რესტორნებში დახარჯული თანხა.

238,800 ლარი დაიხარჯა პანდემიის მართვისთვის ქუთაისის მერიიდან, რომელიც დაახლოებით იგივე თანხაა, რამდენიც მერიამ რესტორნებსა და სუვენირების შეძენაში დახარჯა.

ცნობისთვის, ქუთაისში 8,077 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთა თვიური საარსებო შემწეობა 60 ლარია. ქუთაისის მერიის მიერ რესტორანში დახარჯული თანხები 248 ადამიანის 1 წლის საარსებო შემწეობას უდრის.

2019 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია აღნიშნულ თემაზე აქციას მართავდა მერიის შენობასთან და ქუთაისის მერს მოუწოდებოდა ხანდახან სახლშიც ეჭამა საჭმელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები