მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს”

“2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს”

“გელათის კონგრესი” გამოდის ინიციატივით, რომ 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს. გარდა ამისა, კონგრესი ამბობს, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი და მიზანშეწონილად მიიჩნევენ დაიწყოს დისკუსია ამ საკითხზე საზოგადოების, ეკლესიისა და ხელისუფლების მონაწილეობით.

“გელათის კონგრესი, თანამემამულეებს საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერისთვის, სამეცნიერო საზოგადოებას, შემოქმედებით ინტელიგენციას განხილვისა და დისკუსიისთვის, ხელისუფლებას პოზიციის საჯაროდ გამოხატვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, საინფორმაციო საშუალებებს საჯარო განხილვისთვის და ბაგრატოვანთა სამეფო კარს ნებართვისთვის მიმართავს, რომ 2023 წელი დავით აღმაშენებლის წლად გამოცხადდეს. მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტები საერთაშორისო ორგანიზაცია იუნესკოში წარსადგენად; წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდეს იმ მოედანზე, სადაც მისი აღმართვა საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა; ბაგრატოვანთა გვარი შეტანილ იქნას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში; გაიგზავნოს შესაბამისი თხოვნა იუნესკოსში ბაგრატოვანთა გვარის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი და მიზანშეწონილად ვთვლით, დაიწყოს დისკუსია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების მონაწილეობით, ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ მომავლის საქართველოსთვის განმსაზღვრელია ერთობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ჩატარებისთვის. ხელისუფლების ორგანიზებით, მეცნიერების და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით, შემუშავდეს „ქართული დოქტრინა“; სახელისუფლებო დონეზე, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში, მოხდეს მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პროგრამის – “მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ განხილვა.

მეცნიერთა კონგრესი თვლის, რომ საკითხის განხილვა და დისკუსია უნდა დასრულდეს მოკლე პერიოდში და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ყველა დაინტერესებულ ორგანოს, თუ პირს ეწვიოს ამ საკითხების განხილვისა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით”, – აღნიშნულია განცხადებაში. (Ipn)

კომენტარები