მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“21-ე საუკუნეში ამ შეშის ღუმელზე ვთბებით”, – ხონში სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები თავს კერძო სახლს აფარებენ

“21-ე საუკუნეში ამ შეშის ღუმელზე ვთბებით”, – ხონში სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები თავს კერძო სახლს აფარებენ

ხონში, სოფელ გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლებას სხვადასხვა კერძო სახლში შესახლებულები იღებენ.

ამის მიზეზი კი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც მიმდინარე წლის 15 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილზე მუშები ბოლო 6 თვეა, არც გამოჩენილან.

უფუნქციო სკოლის გამო პედაგოგები საგანმანათლებლო საქმიანობას ორ კერძო სახლში ატარებენ, სადაც პატარა ოთახები და სკოლისათვის არახელსაყრელი გარემოა.

ასევე ადგილზე არ არსებობს ცენტრალური გათბობა, ბავშვები კი გათბობას შეშის პატარა ღუმელზე ცდილობენ.

“ბავშვები 21-ე საუკუნეში ამ შეშის ღუმელზე ვთბებით, რა დავაშავეთ რომ ასე გვიწევს სწავლა”, – გვითხრა მოსწავლეებმა, რომლებიც უკვე წლებია, მათი სკოლის რეაბილიტაციას ელოდებიან.

კომენტარები