Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან 777 იმერეთში გამოვლინდა.
ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 264 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მძიმე პაციენტია 455, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 30.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, გარდაიცვალა – 40, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.32%
კომენტარები