მთავარიახალი ამბებისლაიდი

26 000 ჯარისკაცი, 1 170 ტანკი, 2 800-ზე მეტი ჯავშანტექნიკა – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

26 000 ჯარისკაცი, 1 170 ტანკი, 2 800-ზე მეტი ჯავშანტექნიკა – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 26 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 10.05-მდე: ტანკები – 1 170, ჯავშანტექნიკა – 2 808, საარტილერიო სისტემები – 519, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 185, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 87, თვითმფრინავი – 199, ვერტმფრენები – 158, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 1 980, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 12, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 380, სპეციალური ტექნიკა – 41, საკრუიზო რაკეტები – 94.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

კომენტარები