მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

საქართველოში 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავაც სავალდებულო იქნება.

“28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები