მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“28-29 ივლისს დატოვა სახლი, მობილური 4 აგვისტოს შემდეგ გათიშულია” – სამტრედიაში შვილი მამას ეძებს

“28-29 ივლისს დატოვა სახლი, მობილური 4 აგვისტოს შემდეგ გათიშულია” – სამტრედიაში შვილი მამას ეძებს

თვეზე მეტია, ოჯახი სამტრედიაში 51 წლის გიორგი ნადირაძეს ეძებს.

დაკარგულის შვილის თქმით, მამაკაცმა სახლი ივლისის ბოლოს დატოვა და ზანდოს მთაზე მონასტერში წავიდა, იქედან სოფელ დაფნარში, რის შემდეგაც ოჯახს მის შესახებ ინფორმაცია აღარ აქვს.

ნინი ნადირაძე ამბობს, რომ მამამისის მობილური ტელეფონი 4 აგვისტოს შემდეგ გათიშულია.

“დაკარგული ადამიანი არის მამაჩემი – გიორგი ნადირაძე, 51 წლის ქალაქ სამტრედიიდან. 28-29 ივლისს დატოვა სახლი და ზანდოს მთაზე მონასტერში წავიდა, იქედან, როგორც ვიცით, სოფელ დაფნარამდე ჩამოვიდა მარშუტკით, ამის შემდეგ არ გვაქვს ინფორმაცია სად წავიდა. საქმეში ჩართულია პოლიცია და დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ გვაქვს და კვალზეც ვერ გავედით. ქონდა მობილური ტელეფონი, რომელიც 4 აგვისტომდე ჩართული ქონდა და ზარი გადიოდა, მაგრამ 4 რიცხვის შემდეგ გათიშულია” – აცხადებს ნინი ნადირაძე.

ოჯახის საკონტაქტო ნომერია – 579 01 44 81;

გიორგი ნადირაძე ვიდეოპერატორია და წლების განმავლობაში სამტრედიაში, ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა.

 

კომენტარები