მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

29 მარტს, ჭიათურაში, მაღაროელების მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია იგეგმება

29 მარტს, ჭიათურაში, მაღაროელების მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია იგეგმება

29 მარტს, ჭიათურაში, მაღაროელების მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია ჩაინიშნა.

მაღაროელები უკვე 4 კვირაა, დამსაქმებელი კომპანიის მიერ თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებას და კუთვნილი ანაზღაურების არმიღებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, კომპანიამ 3 620 თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.

მაღაროელები კონკრეტულ მოთხოვნებს აჟღერებენ, მათ შორისაა ის, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიის მართვაზე.

მაღაროს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნებია – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.

კომენტარები