მთავარიახალი ამბები

29 200 ჯარისკაცი,  1 300-მდე ტანკი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

29 200 ჯარისკაცი,  1 300-მდე ტანკი – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 29 200 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 23.05-მდე: ტანკები – 1 293 (+8), ჯავშანტექნიკა – 3 166 (+25), საარტილერიო სისტემები – 604 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 201 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0), თვითმფრინავი – 204 (+0), ვერტმფრენები – 170 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 206 (+12), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 476 (+6), სპეციალური ტექნიკა – 43 (+0), საკრუიზო რაკეტები – 110 (+3).

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

 

კომენტარები