ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ავტომობილი ლეხაინდაროს ხიდიდან გადავარდა და წყალში ჩავარდა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, დაღუპულია 3 არასრულწლოვანი, 2 კი დაშავებულია.
შემთხვევა კონკრეტულად ხონი-მარტვილის საზღვარზე მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები