ქართველების მასობრივი დეპორტაცია ევროპიდან და საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკა – შსს-ს მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში [ივლისი, აგვისტო, სექტემბერი] ყველაზე მეტი თანხმობა საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დაბრუნებაზე გაიცა – ჯამში საქართველოში 698 ადამიანი დააბრუნეს, საქმეების განხილვისას მხოლოდ ორს უთხრეს უარი რეადმისიაზე.
შემდეგ მოდის:
საფრანგეთი – 136 მოქალაქე;
შვეიცარია – 49 მოქალაქე;
საბერძნეთი – 34 მოქალაქე;
პოლონეთი – 28 მოქალაქე;
რეადმისიით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ ესპანეთიდან, შვედეთიდან, იტალიიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, სულ – 1070 მოქალაქე. რეადმისიაზე არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 4 განაცხადი.
არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე გერმანიის კანცლერმა ისაუბრა.Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.
შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად მიიჩნევენ.
კომენტარები