მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

3 მარტს ქუთაისში დოკუმენტური ფილმის “მარიუპოლისი 2”-ის საპრემიერო ჩვენება გაიმართება

3 მარტს ქუთაისში დოკუმენტური ფილმის “მარიუპოლისი 2”-ის საპრემიერო ჩვენება გაიმართება

უკრაინის წინააღმდეგობიდან ერთი წლის შემდეგ, 3 მარტს ქუთაისში, გახმაურებული დოკუმენტური ფილმის “მარიუპოლისი 2”-ის საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

მსოფლიო პრემიერას ექსკლუზიურად ქუთაისიც შეუერთდა.

“რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი გასულ წელს ფილმის გადაღებისას დაიღუპა რუსული თავდასხმის შედეგად. სწორედ ამ ფილმით გაიხსნა კანის კინო ფესტივალი. ბილეთის ღირებულებაა 200 ლარი, ჯამში 130 ადგილი და, მხოლოდ ერთი ჩვენება.

ბილეთებიდან შემოსული თანხის 100% გაიგზავნება ქუთაისთან დაძმობილებულ, ომით დაზარალებულ ქალაქ დნიპროში.

თანხა უნდა გადაირიცხოს ფონდის #ქუთაისიდნიპროსთვის ოფიციალურ ანგარიშზე, მას შემდეგ, რაც მიიღებთ სმს დასტურს.

პრემიერა კინო საქართველოს დარბაზში შედგება.

თარიღი: 3 მარტი, 19:00 საათი

ფილმის ხანგრძლივობა 102 წთ.

ქართული ტიტრებით.

1 ბილეთისათვის საჭიროა შეავსოთ მარტივი ბმული: https://forms.gle/9fFkB8TVqfoUrXMZ6

ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

მადლობა დოკუმენტური კინოს ასოციაციას პრემიერის ჩვენების ორგანიზებისთვის”, – აღნიშნულია ანოტაციაში, რომელსაც კამპანია “ქუთაისი დნიპროსთვის” ავრცელებს.

კომენტარები