“ქართული ოცნების” ახალი კანონპროექტით, 5 გრამზე მეტი მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში, პირს პატიმრობა დაემუქრება.
შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მხარდაჭერილია
კანონპროექტის თანახმად:
• პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით (ჯარიმა ან პატიმრობა) დაისჯება 10 გრამამდე კანაფის, 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა/შენახვა/გადაზიდვა/გადაგზავნა
• 6 წლამდე პატიმრობა – 10 გრამიდან 155 გრამამდე კანაფის ან 5-დან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობა
• 5-დან 8 წლამდე პატიმრობა – 155-დან 750 გრამამდე კანაფის ან 70-დან 250 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა
• 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა – 750 გრ-ზე მეტი კანაფის ან 50 გრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა
ასევე, მკაცრდება ადმინისტრაციული სასჯელიც. მცირე ოდენობით მარიხუანის მოყვანისთვის აქამდე 500 ლარამდე ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა კი კანონში ჩაიწერება, რომ ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზრდება.
პატიმრობის შეფარდების მაქსიმალური ვადა 15 დღის ნაცვლად 60 დღე გახდება.
კომენტარები