მთავარიახალი ამბები

62 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 22 100 ჯარისკაცი და ასობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა

62 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 22 100 ჯარისკაცი და ასობით სამხედრო ტექნიკა დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 22 100 ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 26.04-მდე:

ტანკები – 918, ჯავშანტექნიკა – 2308, საარტილერიო სისტემები – 416, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 149, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 69, თვითმფრინავი – 184, ვერტმფრენები – 154, საავტომობილო ტექნიკა – 1 643, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 205, სპეციალური ტექნიკა – 31, გამშვები სისტემა – 4.

როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.

 

კომენტარები