ჭიათურაში ქალმა 40 წლის შემდეგ აღმოაჩინა შვილი, რომელზეც სამშობიაროში უთხრეს, რომ დაეღუპა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე წერს.
“40 წლის წინ ჭიათურის სამშობიაროში ,,გარდაცვლილი” და თბილისის მეორე სამშობიაროდან გაშვილებული ბავშვი! დედას 40 წელი ატირეს შვილი და ჩვენ ცოცხალი მივუყვანეთ! ამაზე ვინ აგებთ პასუხს, ვინ?!”, – წერს მუსერიძე.
“თუ ექიმები მკვდარია, მისი შთამომავლობა უნდა გააციმბირო, ამ ცოდვისთვის პასუხი აგებინონ აუცილებლად. საფლავი არ უნდა გაუჩერო მაგის გამკეთებელ ექიმს და ექთანს”, – წერენ კომენტარებში.
კომენტარები