შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა ვანში – მუნიციპალიტეტის ცენტრში, მაღაზიათა ქსელ “სპარში” უცნობი პირი ცივი იარაღით შევარდა და მოლარეს დაემუქრა.
მარკეტის თანამშრომლების თქმით, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ალკოჰოლს ითხოვდა.
“დანით შემოვარდა და ალკოჰოლს ითხოვდა, ყველა დაკითხვაზეა”, – აცხადებენ მაღაზიაში.
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმე 178-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარები