მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ისტორიული წითელი ხიდი, “მაგნოლია” და აყვავებული ხე-მცენარე – გაზაფხული ქუთაისში

ისტორიული წითელი ხიდი, “მაგნოლია” და აყვავებული ხე-მცენარე – გაზაფხული ქუთაისში

ქუთაისი, ისტორიული წითელი ხიდი, სასტუმრო “მაგნოლია” და აყვავებული ხე-მცენარე, – წელიწადის ამ დროს ქალაქში ეს ადგილი ადგილობრივების და ტურისტების თავშეყრის მთავარი სივრცეა.

აყვავებულ მცენარეს ქუთაისელები მაგნოლიას უწოდებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ შეფერილობის მცენარე მაგნოლია არ არის.

ხის ფოტოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.

აყვავებული მცენარეს სხვადასხვა რაკურსით გამოჩენა და მისი კიდევ უფრო შთამბეჭდავად წარმოჩენა ქუთაისელი ფოტოგრაფების გამოწვევად და კონკურენციადაც იქცა.

წითელი ხიდის მიმდებარედ აყვავებულ მცენარესთან ფოტოების გადაღება იმდენად მოდურია, რომ ხშირად ადგილზე ფოტოსესიისთვის ცოცხალი რიგიც კი დგას.

“ქუთაისი რა იქნებოდა ამ ხის გარეშე, გულს რომ გაგითბობს და სიყვარულით აგივსებს, ისეთი ფოტოა, ჩვენი მაგნოლია არ იყიდება, ქუთაისში გაზაფხული ამ ხის გარეშე შეუძლებელია”, – წერენ სოციალურ ქსელში.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მიმდებარე, რიონის პირას არსებულ ძველებურ სახლებზეც ამახვილებენ ყურადღებას და მათ რეაბილიტაციასა და ამ სახით შენარჩუნების აუცილებლობაზე წერენ.

 

ფოტოები: არჩილ გეგენავა

კომენტარები