მთავარიახალი ამბებისპორტი

“ტორპედომ” “გაგრა” 1:0 დაამარცხა

“ტორპედომ” “გაგრა” 1:0 დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედო” თბილისში “გაგრას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას „პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა.

შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. გოლი ისევ ლიგის საუკეთესო მოთამაშის გიორგი არაბიძის აქტიურობის შედეგად გავიდა – ქუთაისელთა შემტევის დარტყმული ბურთი “გაგრას“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბიორნ იონსენმა დამატებაზე „ტორპედო“ დააწინაურა.

მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მეტოქეები მომენტების შექმნას და თამაშის გამწვავებას ძალიან იშვიათად ახერხებდნენ – საბოლოოდ, ორივე გუნდის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და „ტორპედომ“ მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.

7 ტურის შემდეგ ქუთაისელებმა 12 ქულა დააგროვეს და მე-4 ადგილზე დაწინაურდნენ, “გაგრა” (4) კი ბოლო ადგილზე დაქვეითდა.

კომენტარები