ამ თემაზე, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს სხვადასხვა ენაზე საუბარი. ვისაც ჩვენ ვეკამათებით, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ არაფერი დაზიანებულა და მინიმალურია პრობლემები. ამბობენ, რომ გელათში წყალი არ ჩადის, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის “კულტურული მემკვიდრეობა და გარემოს” დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესის ასეთი დაბალი დონის მართვა გელათს არ ეკადრება.
“ამ თემაზე, სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს სხვადასხვა ენაზე საუბარი. ვისაც ჩვენ ვეკამათებით, ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად არის, რომ არაფერი დაზიანებულა და მინიმალურია პრობლემები. ამბობენ, რომ იქ წყალი არ ჩადის.
ჩვენ ვამბობთ, მოდით, შევიკრიბოთ და გვქონდეს ჯანსაღი დებატები, მაგრამ გამოდის, რომ ვინც პროფესიონალი გულშემატკივარია ამ საქმის, გარედან ადევნებენ თვალს.
ვხედავთ, რომ პროცესი მძიმეა. ის უნიკალური, სრულიად განუმეორებელი მოზაიკაც კი ვნახეთ, რა დღეშია. ვისაც ეს ამბავი დღეს აბარია, სახელმწიფოს თუ სასულიერო პირებს, უნდა გაათვითცნობიერონ, რომ მათ გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დასაფასებელი და კვალიფიციური აზრი შეიძლება ჰქონდეს. მათ გარდა არიან ადამიანები, რომლებსაც ეს საკითხი აღელვებს და გელათის გადარჩენის გარდა სხვა არავითარი მიზნები არ აქვთ.
ასეთი იზოლაცია, ასეთი ცუდი მენეჯმენტი და პროექტის ძალიან ცუდი მართვა, რომ შენ იცი მხოლოდ და სხვამ არავინ, ეს არის მენტალური კრიზისი.
ვიღაცამ რაღაც გითხრა და გააკეთე, ასე არ ხდება. ეს აუცილებლად უნდა იყოს განხილული ორი ათასი მხრიდან, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, კრიტიკულ ქარცეცხლში უნდა იყოს გატარებული”, – განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
კომენტარები