მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში “დემოკრატიის ფესტივალი” მიმდინარეობს

ქუთაისში “დემოკრატიის ფესტივალი” მიმდინარეობს

ქუთაისში “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)” “დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)“ მხარდაჭერით “დემოკრატიის ფესტივალი” მიმდინარეობს.

ფესტივალში ფარგლებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს თავიანთი სტენდები აქვთ და ადგილობრივებს საკუთარ ხედვას და გეგმებს აცნობენ.

ორგანიზატორების თქმით, “დემოკრატიის ფესტივალზე” მიწვეული იყო “ქართული ოცნებაც”, თუმცა მმართველი პარტია მასში არ მონაწილეობს.

პარტიების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს თავიანთი პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი.

ფესტივალი ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდება.

 

კომენტარები