ქუთაისში “დემოკრატიის ფესტივალი” ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდა.
იქამდე, ფესტივალში ფარგლებში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდა, ადგილობრივებისთვის საკუთარი ხედვები და გეგმები გაეცნოთ.
ორგანიზატორების თქმით, “დემოკრატიის ფესტივალზე” მიწვეული იყო “ქართული ოცნებაც”, თუმცა მმართველ პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო.
პარტიების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივმა მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.
“დემოკრატიის ფესტივალი” ქუთაისში “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)” “დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)“ მხარდაჭერით გაიმართა.
კომენტარები