“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა დელეგატები, რომლებიც “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიას რეგიონებში გაუძღვებიან.
“როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ასევე იცით, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას აქვს სერიოზული უარყოფითი მხარეები, რაც, პირველ რიგში, ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის კავშირის შესუსტებით გამოიხატება. ამ ნაკლოვანების გარკვეულწილად აღმოსაფხვრელად, საარჩევნო კანონმდებლობით შემოღებულ იქნა დელეგატის ინსტიტუტი.
იმერეთში ესენი არიან:
ქუთაისში, მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.
წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი – გივი ჭიჭინაძე.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე.
ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება ზვიად შალამბერიძე, მოქმედი გუბერნატორი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დელეგატები არიან პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
კომენტარები