მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ინფექცია სისხლში იყო წასული არასტერილური იარაღებისგან”, – ქუთაისში ოჯახი სამედიცინო დაწესებულებას ადანაშაულებს

“ინფექცია სისხლში იყო წასული არასტერილური იარაღებისგან”, – ქუთაისში ოჯახი სამედიცინო დაწესებულებას ადანაშაულებს

ქუთაისში, ხონელიძის სახელობის სამშობიაროს, ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები უყურადღებობაში და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ნინო ქარჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის შვილი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს.

“2 აგვისტოს ჩემი გოგონა დატოვეს ხონელიძის კლინიკაში არანაირი მშობიარობის ნიშნები არ ჰქონდა, თუმცა  ექიმმა დავით ხინგავამ უთხრა, რომ უნდა ემშობიარებინა, რადგან ეხოზე უთხრეს, რომ ბავშვი იყო ოთხი კილო და თუ სასწრაფოდ არ იმშობიარებდა, საკეისრო დასჭირდებოდა.

ბავშვი დაიბადა 3 და 550, დაალევინეს დამაჩქარებლები, მაგრამ ბავშვის თავი მენჯში არ ჩამოდიოდა, რადგან წვრილი, პატარა მენჯი ჰქონია და საერთოდ არ შეიძლებოდა მშობიარობა. 2 აგვისტოს დილის 11 საათიდან  3 აგვისტოს დილის 7 საათამდე ელოდებოდნენ, შემდეგ გაუკეთეს საკეისრო. საკეისროდან მეორე დილით დაეწყო ტემპერატურა, ვერ უწევდნენ, ასე გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში. ზუსტ პასუხს არ გვეუბნებოდნენ რისგან იყო გამოწვეული, იძახდნენ რომ ასე იცისო. მეათე დღეს გვითხრეს, რომ უნდა გადაგვეყვანა თბილისში, სეფსისის ცენტრში. იქ ჩატარებულმა ანალიზებმა და გამოკვლევებმა კი აჩვენეს, რომ ინფექცია სისხლში იყო წასული, ეს გამოწვეული იყო არასტერილური იარაღებისგან. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა, მარისთან ერთად ასევე აღმოჩნდა ხონელიძის კლინიკიდან ფრიდონის პაციენტი იგივე მდგომარეობით. თბილისში ყველანაირად იბრძოლეს ექიმებმა, რათა საშვილოსნო შეენარჩუნებინათ. დღეს  ყველაფერი კარგად არის უფლის წყალობით,  ჩემი ამ პოსტის მიზანი კი ის არის, რომ ყველას გაგაგებინოთ ამ კლინიკის და ექიმების შესახებ. ყველაფრის მკადრებლები არიან ფულის გამო, არ ენდოთ, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ფრთხილად იყავით. თუ ვინმე იცით, ვინც მანდ დადის, გააფრთხილეთ ყველა”,- წერს სოციალურ ქსელში ნინო ქარჩხაძე.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” კლინიკის პრესსამსახურს დაუკავშირდა, პასუხის სურვილის შემთხვევაში, მათ განცხადებასაც შემოგთავაზებთ.

კომენტარები