მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეპიზოდ ჯგუფმა” მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ქუთაისში მშენებარე ბინა გადასცა

“ეპიზოდ ჯგუფმა” მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ქუთაისში მშენებარე ბინა გადასცა

კომპანია “ეპიზოდ ჯგუფმა” პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს ვახტანგ ახობაძეს ქუთაისში მშენებარე ბინა გადასცა.

სიმბოლური გასაღები სპორტსმენს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ჟორჟოლიანი გადასცა.

მშენებარე კორპუსის დასრულებამდე მსოფლიო ჩემპიონი “ეპიზოდ ჯგუფისგან” ყოველთვიურ თანხას მიიღებს.

სამშენებლო კომპლექსის აშენების შემდეგ კი სპორტსმენი თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემონტებულ ბინაში იცხოვრებს.

ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ჩემპიონი 60 კგ წონითი კატეგორიაში მოლდოვის დედაქალაქში, ქალაქ კიშინიოვში გამართულ ჩემპიონატში 23 აგვისტოს გახდა.

კომენტარები