მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში”, – ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ლიდერ კომპანიად დასახელდა

“ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში”, – ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ლიდერ კომპანიად დასახელდა

“ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში”, – აღნიშნული სახელწოდების ღონისძიებაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ლიდერ კომპანიად დასახელდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ცენტრის დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს გოჩა ბაკურაძეს 2006 წლიდან დღემდე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გატარებული წარმატებული რეფორმების, სტიგმის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის და საჯარო სკოლებში ფსიქოგანათლების კურსის დანერგვისათვის, მადლობის სიგელი გადასცეს.

გოჩა ბაკურაძეს ამ დროისთვის 1600-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

საღამოზე ასევე დაჯილდოვდნენ იმერეთში და ზოგადად საქართველოში წარმატებული ბიზნესკომპანიები.

კომენტარები