მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დედა იყო ჩემი” – სტამბოლში მოკლული ქალი ქუთაისში მცხოვრები მაია ალფაიძეა

“დედა იყო ჩემი” – სტამბოლში მოკლული ქალი ქუთაისში მცხოვრები მაია ალფაიძეა

სტამბოლში მოკლული ქართველი ქალი ქუთაისში მცხოვრები მაია ალფაიძეა. თურქული მედიის ინფორმაციით, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ქალს სასიკვდილოდ შეყვარებულმა სცემა.

მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კაცმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის სასტუმროს თანამშრომელმა დააკავა.

რადიკალურად განსხვავებული ვერსია აქვთ მოკლულის ახლობლებს. 49 წლის მაია ალფაიძის მეზობლები ამბობენ, რომ ქალს მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, თუმცა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ.

მოკლულის შვილი ამ დროისთვის მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობს.

“დედა იყო ჩემი დეტალური ინფორმაცია არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება ჩამოსვენება სავარაუდო, ხვალ თუ წამოვიდა, ზეგ ჩამოვა, ზეგ თუ წამოვიდა მაზეგ ჩამოვა. სავარაუდოდ, 1 კვირის ვადაში… ვერ გეტყვი ზუსტ დეტალს. თურქეთში დაახლოებით 10 წელი იყო”, – ამბობს მოკლული ქალის შვილი.

სტამბოლში მოკლული ქართველი ქალის ცხედარი ამ დროისთვის სტამბოლში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები