“ეს არ იყო ტიპიური ქორწილი ეს იყო ზღაპარი, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა რამდენიმე საათის განმავლობაში თავი ზღაპრის გმირებად წარმოიდგინეს”,- ასე შეფასდა ქუთაისში, რესტორან “გრანდ პალასში” ჩატარებული ქორწილი სტუმრების მიერ.
ქუთაისში, დასავლეთის რეგიონული ცენტრის ექიმმა, ზოგადმა ქირურგმა მიხეილ გურგენიძემ, ცოლად მომავალი ექიმი, სტომატოლოგი ნანო ლორთქიფანიძე შეირთო.
ქორწილს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან, 300-მდე სტუმარი ესწრებოდა.
“წლებია, უცხოეთში ვცხოვრობ და სპეციალურად ამ ქორწილისთვის ჩამოვედი. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ისეთი გაოცებული და ბედნიერი ვარ. ეს იყო ზეიმი, ეს იყო დაუვიწყარი დღე”,- ამბობს ერთ-ერთი სტუმარი.
წყვილს ჯვარი ქუთაისში, სასულიერო პირმა, მამა გიორგი ერისთავმა დაწერა.
1 000-მდე სანთელი, 5 000 ყვავილი და სხვა უამრავი დეტალი, ადგილზე არსებულ საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებულს ხდიდა.
წყვილმა და ოჯახმა დიზაინი ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ ყვავილებისა და დიზაინის სახლს “flowers lovdes” ჩააბარა, რომლის დამფუძნებელმაც ნათია გურეშიძემაც სივრცე ცისფერ, თეთრ და ლაჟვარდისფერში მორთო.
“ბედნიერებას მრავალი ფერი აქვს და ჩვენ ავირჩიეთ ცისფერი, ლაჟვარდისფერი და თეთრი. ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საღამო არაჩვეულებრივად ჩაივლიდა, თუმცა ის რაც მოხდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილი ზეიმი და დღესასწაული იყო გუშინდელი დღე. ეს იყო სოლიდურობის, დახვეწილობის და გემოვნების ზეიმი. გვყავდა ასევე მოწვეული არაჩვეულებრივი ჯგუფი “იბერია”, რომელმაც ნამდვილად იზრუნა სტუმრების განწყობაზე. ამ ლამაზ დღეს კი ნამდვილი გვირგვინი დაადგა flowers lovers-მა, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუცდი”, – გვითხრა სიძის დედამ, ცნობილმა ექიმმა, პედიატრმა თამარ ბოგვერაძემ.
კომენტარები