მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ და ვერ იარსებებს”

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ და ვერ იარსებებს”

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ და ვერ იარსებებს, რადგან ეს აქტი თავის თავში გულისხმობს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პრაქტიკული, ხელშესახები შედეგის დემონტაჟს, რაც ვფიქრობ, პირველ რიგში მიმართული იქნება საზოგადოების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია წერს.

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს ხელისუფლებაზე ხალხის ზეწოლის გაზრდის ხერხს.

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მხრივ მიმაჩნია, რომ, აღნიშნული გადაწყვეტილება რეალურად არ და ვერ იარსებებს, ვინაიდან ეს აქტი თავის თავში გულისხმობს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პრაქტიკული, ხელშესახები შედეგის დემონტაჟს, რაც ვფიქრობ, პირველ რიგში მიმართული იქნება საზოგადოების წინააღმდეგ და აღნიშნული გაზრდის ევროპული დღის წესრიგის მიმართ მოქალაქეთა უარყოფით ინდიკაციას, მესმის, რომ მსგავსი მოსაზრებების ფორმირება და გავრცელება წარმოადგენს მულტილატერალური ლიბერალური პოლიტიკის ხერხს, საზოგადოებამ გაზარდოს ზეწოლა საერთაშორისო აქტორების მეშვეობით ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფალზე, თუმცა დარწმუნებული ვარ საზოგადოებას შესწევს უნარი სწორად შეაფასოს მსგავსი მოსაზრებების გავრცელების მიზანიც და სისწორე”,- წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

კომენტარები