ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიას გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. მათი განმარტებით, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, მხარეებს შეატყობინებენ.
მესამე სექტორი 20-მდე მუნიციპალიტეტში, იქ სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, უბნების ბათილობას მოითხოვდა.
სხდომის დაწყებისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ის წარსულში თანამდებობას იკავებდა ხობის საკრებულოში, მისი შვილი კი ამ დროისთვის თანამდებობის პირია.
ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე კოლეგიამ მოსამართლე შოთა სირაძის გარეშე ითათბირა და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღევანდელ პროცესზე 5 შუამდგომლობა დააყენა, საიდანაც 4 არ დაკმაყოფილდა.
კომენტარები