მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“სანამ საქართველო არ შეცვლის კურსს, ვერ შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას”

“სანამ საქართველო არ შეცვლის კურსს, ვერ შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას”

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, “მხარს ვერ დაუჭერენ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, ვიდრე ქვეყანა არ გაატარებს რეფორმებს”.

“სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების კუთხით, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ ვერ შევძლებთ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები