მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში ათეულობით სოფელი გაზიფიცირებული ისევ არ არის

იმერეთში ათეულობით სოფელი გაზიფიცირებული ისევ არ არის

იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში რიგი სოფლები ამ დრომდე არის, რომლებიც გაზიფიცირებული ისევ არ არის.

მოსახლეობა “ინფო იმერეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ხარაგაულის, ჭიათურის, ბაღდათის, ხონის და ტყიბულის სოფლებშია.

“ყველა არჩევნებზე გვეუბნებიან გაზიფიცირება მოხდებაო, თუმცა ამ დრომდე არ დაგვადგა საშველი. 21-ე საუკუნეში, რომ გაზი სანატრელი გაგიხდება, არ ვიცი რა გვეშველება. შეშაზე და დენზე ვაკეთებ საჭმელს, ამას ცხოვრება არ ჰქვია”, – ამბობს დარეჯან ლომია.

“ხონის რაიონი სოფელ გორდში არ არის გაზი. ზონა ტურისტულია, გაზიფიცირება არ არის, ხოლო შუქი მიდის ყოველ ნიავზე, გამუდმებით დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები აქვთ. ტურისტულ ზონაში ბიზნესი როგორ აწარმოოს ამ ხალხმა ამ მოთამაშე დენის გრაფიკით და უგაზოდ”,- აცხადებს ადგილობრივი.

კომენტარები