სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთში 82 834 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს.
გასულ თვეებთან შედარებით ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ გაიზარდა.
ჯამში შემწეობა გასულ თვეში საქართველოში 684 432 პირმა მიიღო, მათგან თითქმის 230 ათასი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.
ოქტომბერში ამ ადამიანებზე ჯამში 70 მლნ ლარამდე დაიხარჯა აქ შედის როგორც საარსებო შემწეობის გაცემა, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა.
ყველაზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობას თბილისში იღებს 147 ათასზე მეტი, მეორე ადგილს ქვემო ქართლი იკავებს 103 171 სოციალურად დაუცველით.
რეგიონების მიხედვით შემწეობის მიმღებთა რიცხვი ასე გამოიყურება:
იმერეთი – 82 834
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 80 054
შიდა ქართლი – 56 210
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 69 865
კახეთი – 66 338
გურია – 27 028
სამცხე ჯავახეთი – 20 166
მცხეთა-მთიანეთი – 18 370
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13 315
კომენტარები