ქალთა ფონდმა “სოხუმმა” ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა თემაზე – „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები“.
დოკუმენტი ეფუძნება ფონდი “სოხუმის” მიერ 2024 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისებრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.
მოკლე ანგარიში ასახავს კვლევის მიგნებების ნაწილს, რომელიც ეხება ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ მიმართ. მასში ასევე შეფასებულია, თუ რა ფაქტორები აფერხებს ქალების მიმართვიანობას სერვისებისადმი, რომელ სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას და როგორ აისახება მომავალში საქართველოს არსებული სოციალური და პოლიტიკური გარემო, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სერვისების მიწოდების შესაძლებლობაზე და ზოგადად მათ ფუნქციონირებაზე.
კვლევის შედეგად გამოვლენილი სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები წარმოდგენილი იქნება შემდგომ მოკლე ანგარიშებში, ხოლო სრული ანგარიში დაინტერესებულ პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება კონსოლიდირებულ ფორმატში ახლო მომავალში.
დოკუმენტი სრულად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე – https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15287-2024-11-12-08-38-59
კომენტარები