მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქვეყნები, საიდანაც 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს

ქვეყნები, საიდანაც 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 281 მილიონი  დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა – 51 მილიონი დოლარი საქართველოში აშშ-დან გადმორიცხეს (ზრდა 21%). სტატისტიკის მიხედვით, ფულად გზავნილებში #1 ადგილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა, თუმცა 2024 წლის ივლისიდან რუსეთმა გზავნილებში პირველი ადგილი დაკარგა და ამ პოზიციაზე აშშ-მა გადაინაცვლა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მეორე პოზიციას იკავებს იტალია 47 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით, მესამეს კი რუსეთი $34 მილიონით.

კომენტარები