“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს.
მათი თქმით, პროტესტი 24-საათიანი იქნება.
“მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა, ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც მივიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან. ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით! 24 საათი ეს აქცია იდგება აქ. ვინ არის თანახმა თქვენ შორის, არ შეუშინდეს დაჭერას არ შეუშინდეს სიცივეს, რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში.
ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის, იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით. ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია, მომავალი ჩვენი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კომენტარები