მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გეგმა ხარ შენ” – ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა არჩევნების შედგები გააპროტესტეს

“გეგმა ხარ შენ” – ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა არჩევნების შედგები გააპროტესტეს

“გეგმა ხარ შენ” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოტალურად გაყალბდა, რის გამოც თბილისის მსგავსად, პროტესტის კერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც უნდა იყოს.

“აუცილებელია, გავაპროტესტოთ ის, როგორც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, ამიტომ, საქართველოს დიდ ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები გაყალბებულ არჩევნებს უკვე რამდენიმე დღეა, ვაპროტესტებთ”, –  აცხადებენ აქტივისტები.

მათივე თქმით, ისინი უახლოეს დღეებში თბილისში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციასაც შეუერთდებიან.

კომენტარები