მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

DMO იმერეთი ქუთაისში, საშობაო ღონისძიებებთან დაკავშირებით 48 000-ლარიან ტენდერს აცხადებს

DMO იმერეთი ქუთაისში, საშობაო ღონისძიებებთან დაკავშირებით 48 000-ლარიან ტენდერს აცხადებს

ააიპ “იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია” საშობაო ღონისძიებებთან დაკავშირებით 48 000-ლარიან ტენდერს აცხადებს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, საშობაო ღონისძიებების ფარგლებში საკონცერტო სცენის, გადახურვით, განათებით, ლედეკრანით და გახმოვანებით უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს.

მომსახურების გაწევის ადგილი ქუთაისის აღმაშენებლის მოედანია.

დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა 26 დეკემბრამდე აქვთ.

ჯერჯერობით უცნობია მონაწილეობს თუ არა ქუთაისში არსებული კერძო ბიზნესი საშობაო ღონისძიებაში მონაწილეობას.

დედაქალაქში, თბილისის მერიის საშობაო ღონისძიებაში მონაწილეობაზე  რამდენიმე ასეული კერძო ბიზნესი უარს აცხადებს, ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ სურთ საზეიმო ღონისძიებაში ჩართვა.

კომენტარები