მთავარიახალი ამბებისლაიდი

“აცრის აუცილებლობაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი”- თათია ახვლედიანი

“აცრის აუცილებლობაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი”- თათია ახვლედიანი

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარებიდან და ფაქტობრივად ჩავარდნილი ვაქცინაციიდან გამომდინარე, ფეისბუქგვერდი News Campaign  წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც უკვე ორჯერ აიცრნენ. კამპანია  ადამიანების  ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად,  პროექტის  პარტნიორი კი  “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩევლის გაძლიერება დემოკრატიისთვის”  არის.

31 წლის ტელეწამყვანი, 35 კვირის ორსულია, ფეხმძიმობისას კი ის მისი, ნაყოფის და გარშემომყოფების უსაფრთხოების მიზნით ორჯერ “ფაიზერით” აიცრა.

“აცრის აუცილებლობაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ რადგან ორსულებისთვის ვაქცინაცია “ფაიზერითაა” რეკომენდირებული, ქვეყანაში მის შემოსვლას ველოდი. რა თქმა უნდა, ჩემმა ექიმმაც მირჩია აცრა აუცილებლად გამეკეთებინა.

“ფაიზერის” პირველი დოზა ორსულობის 29-ე კვირაზე მივიღე, მეორე კი 21 დღის შემდეგ. ორივე ჯერზე მხოლოდ ხელი მტკიოდა, ისიც ერთი დღით. მე როგორც მოქალაქე და მომავალი დედა დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციით ვიცავ პირველ რიგში ჩემს თავს, მომავალ შვილს და ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს, მათ შორის ასაკოვან დედას, რომელიც თავადაც ვაქცინირებულია.

ვაქცინა გვიცავს კოვიდისგან, გართულებებისგან და რაც მთავარია, გარდაცვალებისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვისგან.

ვფიქრობ, დროა, სხვების მწარე გამოცდილებაზე ვისწავლოთ და ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი ჩვენივე ძალებით შევამციროთ”, – ამბობს თათია ახვლედიანი.

10 ოქტომბერს ვაქცინის პირველი დოზით მხოლოდ 683 მოქალაქე აიცრა, 11 ოქტომბერს კი 1703 პირი.

კომენტარები