მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

Infoimereti.ge-ს საახალწლო ნომინაციები – 2024

Infoimereti.ge-ს საახალწლო ნომინაციები – 2024

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Infoimereti.ge გილოცავთ ახალ 2025 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომლებიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისის, იმერეთის და ზოგადად  საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.

წლის მოვლენა – ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა;

წლის ფრაზა – „მიდის სანახავად, მიდის სანახავად, მიდის სანახავად“,

წლის გადაწყვეტილება – ისტორიაში პირველად  მთავრობის წევრები დაასანქცირეს.

წლის სიურპრიზი -„აგენტების კანონის“ პარლამენტში შებრუნება;

წლის აღიარება –  პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონის ვახტანგ ახობაძის წარმატება და ხალხის სიყვარული.

წლის დასჯა – იოსებ ხახალეიშვილის ქუთაისის მერობიდან გადაყენება.

წლის დაწინაურება – ცაგერის მერის ლევან ზალკალიანის  იმერეთის გუბერნატორად დანიშვნა.

წლის “ზემოდან” დავალება ადგილობრივ მთავრობას – ქუთაისში ნაძვის ხეს საზეიმოდ აანთებთ!

წლის ახდენილი ოცნება – იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე პარლამენტის წევრი გახდა.

წლის კრეატიული და გამბედავი სტუდენტები – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ახალგაზრდები.

წლის ისტორიის განადგურება – გელათის მონასტერი ისევ  საფრთხეშია.

წლის ტყუილი – ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ფუნქციონირებას დაიწყებს ტექნოლოგიური ჰაბი.

წლის გაშვება – ქუთაისის “ტორპედოდან” მთავარი მწვრთნელის სტივ კინის გაშვება.

წლის ხელისუფლების და საპატრიარქოს “თავის ტკივილი” –  თორნიკე ბარათაშვილი გელათის პრობლემებზე;

წლის დაუსრულებელი პროექტი – გელათის მონასტერი;

წლის ყველაზე ხანგრძლივი  პროტესტი – ევროინტეგრაციის მომხრეების პროტესტი ქუთაისში.

წლის დაკავება – არაჰუმანური მეთოდებით სამოქალაქო აქტივისტის მიშიკო მუმლაძის დაკავება.

წლის “ძლივს გვეღირსა” დასრულება – ოქროს ჩარდახი

წლის აქცია-პერფორმანსი – პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წარმომადგენლების მიერ  ფანრებით გამართული აქცია პერფორმანსი სახელწოდებით “ვეძებთ ოცნების განხორციელებულ პროექტებს”.

წლის ტრაგედია – ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედია.

წლის ახდენილი “ოცნება” – ცაგერის  მერის მოადგილის მამუკა ხიმშიაშვილის ქუთაისის მერის მოადგილედ დანიშვნა.

წლის არასამთავრობო ორგანიზაციები –  ფონდი “სოხუმი”, “თაობათა დიალოგი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა”,- “საია”, “სამართლიანი არჩევნები” .

წლის ურჩი მსახიობი – ანა კოხრეიძე

წლის უხილავი – იმერეთის ახალი გუბერნატორი ლევან ზალკალიანი.

წლის წარმატება – ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა “ქუთაისი 2010”-მა  “FIBA” ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.

წლის აქტიური  ემიგრანტი – გოგი წულაია და ნატო დანელია, რომლებიც არასოდეს ბმას არ წყვეტენ სამშობლოსთან.

წლის ძარცვა – ქუთაისში ერთ ღამეში 10-მდე მაღაზიის გატეხა.

წლის დუმილი – ქუთაისის ეპარქია გელათის მოვლენებზე.

წლის შეუსრულებელი დაპირება – წყალტუბოს აღორძინება.

წლის გასაიდუმლოებული ვიზიტები – კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის იმერეთში სტუმრობა.

წლის სპექტაკლი – სამოქალაქო თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი “ავანტიურისტები”

წლის იძულება – საჯარო მოხელეებს გაეზიარებინათ პოსტერები, რომ გამჭვირვალობაში ცუდი არაფერია და აგენტების კანონი რუსული არ არის.

წლის “გამბედაობა” – ქუთაისში, პოლიციის შენობის წინ მაღაზიის გაქურდვა.

წლის წარმატება – ქართველების მიერ პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მოპოვება.

წლის გაურკვევლობა – ნამოხვანჰესის მშენებლობის პროექტი.

წლის აუხდენელი ოცნება – რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია.

წლის წახალისება – ქუთაისში ლიდერი კომპანიებისა და ადამიანების გამოვლენა და დაჯილდოება.

წლის მიტოვებული შენობა – მთავრობის სახლის შენობა.

წლის მთავარი იმედი – ქუთაისი ისევ გახდება საპარლამენტო ქალაქი.

კომენტარები