იმერეთის ახალი ამბების სააგენტო infoimereti.ge-ს მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი დასრულებულია.
საინფორმაციო სააგენტოს ფეიჯზე რამდენიმე ათეული ფოტო გამოიგზავნა და აიტვირთა, საზოგადოების სიმპათია კი 9 წლის მარია თაბაგარი გახდა, რომელმაც ხმების რეკორდული რაოდენობა – 5 200 ხმა მიიღო.
მარია თაბაგარი ქუთაისის ჭოხონელიძის სახელობის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.
კონკურსის გამარჯვებული ახალი ამბების სააგენტოსგან ფულად პრიზს მიიღებს.
კომენტარები