თერჯოლაში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით, მერიის მიმდებარედ, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა.

საღამო გიორგი გასვიანს მიჰყავდა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ – ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, მაგდალენა ჯოხაძე, ასევე, ანრის ბენდი.